
ჩემი ხმა ისმის?
By chemikhmaismis
პლატფორმა ორგანიზაციამ, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF Georgia) - საქართველო“, შექმნა და მიზნად ისეთი სივრცის შექმნას ისახავს, სადაც თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და მხარდაჭერის ხმა ისმის.
დაელოდეთ და მოუსმინეთ ფემინისტურ პოდკასტებს მთელი საქართველოდან.

ჩემი ხმა ისმის?Apr 05, 2023

#19 - მენტალურ და ემოციურ ჯანმრთელობის მნიშვნელობა ახალგაზრდებში
მე-19 ეპიზოდის ავტორია Მარიამ (მია) მარგოშვილი, 22 წლის პანკისის ხეობიდან. Მარიამი ილიაუნის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი და ახალგაზრდულ ცენტრ “ილუმინატორის” დამფუძნებელია. Მარიამი პოდკასტში საუბრობს სკოლისა და უნივერსიტეტის ცხოვრების გამოწვევებზე, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ქისტური თემის მაგალითზე.
პოდკასტების სერია მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს" მხარდაჭერით.

#18 - ქალების როლი მეცნიერებაში
მე-18 ეპიზოდის ავტორია საბა ღუზარაული, 18 წლის აბიტურიენტი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან. საბა ისაუბრებს ქალი მეცნიერების მიღწევებზე, მათ წინაშე არსებულ გამომწვევებსა და მნიშვნელოვან როლზე მეცნიერების განვითარებაში. პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს" მხარდაჭერით.

#17 - სხვისი თვალით დანახული პანკისის ხეობა
სერიის მე-17 ეპიზოდის ავტორია Მარიამ ხოლაგაშვილი,16 წლის. გიდი, სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. Მარიამი ასევე არის პანკისის ვიზუალური განათლების ცენტრის, ჯოყოლოს მედიათეკის, გუნდის წევრი.
Მარიამი ისაუბრებს პანკისის შესახებ და თუ როგორ აღიქვამეს პანკისს დანარჩენ საქართველოში.
პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს" მხარდაჭერით.

#16 - ბარიერად ქცეული თავსაფარი
სერიის მე-16 ეპიზოდის ავტორია თამუნა მამულაშვილი, პანკისის ხეობიდან. პროფესიით დიპლომატი, ამჟამად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი, ის ასევე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ადგილობრივ პროექტებში.
თამუნა ისაუბრებს ბარიერად ქცეულ თავსაფარზე,არსებულ სტერეოტიპებზე და გაგვიზიარებს თავის და სხვა ადგილობრივი გოგოების გამოცდილებას ამ მიმართულებით.
პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს" მხარდაჭერით.

#10 - პანკისის უხუცეს ქალთა საბჭო
თინა ფარეულიძის ამ ეპიზოდის სტუმარია სვეტლანა ბორჩაშვილი პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე და პროექტების მენეჯერი. Სვეტლანა ასევე არის კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ქალთა საკითხებზე პროექტების ასისტენტი.
სვეტალა საუბრობს პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოზე, შექმნის წინაპირობებზე, არსებულ გამოწვევებზე და მთავარ მიღწევებზე.
პოდკასტი შეიქმნა „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და ის შესაძლოა, არ ასახავდეს „ფონდი ტასოს“ შეხედულებებს.

#15 - პროფესიას გენდერი არ გააჩნია
მე-15 ეპიზოდის ავტორია Ნინო ცხადაძე, 29 წლის. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის მათემატიკის მასწავლებელი, არასამთავრობო ორგანიზაციების „ახალგაზრდები პანკისის განვითარებისათვის” ერთ-ერთი დირექტორი და “პანკისის სათემო ორგანიზაციის” ბუღალტერი.
Ნინო საუბრობს გენდერულ პროფესიებზე, არსებულ სტერეოტიპებზე და გვიზიარებს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ქალების გამოცდილებას.
პოდკასტების სერია მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს" მხარდაჭერით.

#9 - ისლამური ფემინიზმი
თინა ფარეულიძის ამ ეპიზოდის სტუმარია ლუიზა მუთოშვილი ისტორიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი პანკისის ხეობიდან. ლუიზა ასევე არის ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და პანკისის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ამ ეპიზოდში ლუიზა ისაუბრებს ისლამურ ფემინიზმზე, არსებულ გამოწვევებზე და გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით.
პოდკასტი შეიქმნა „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და ის შესაძლოა, არ ასახავდეს „ფონდი ტასოს“ შეხედულებებს.

#14 ქალები და გოგოები ციფრულ ტექნოლოგიებში
მე-14 ეპიზოდის ავტორია ანი გუნთაიშვილი - „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრი და თანატოლგანმანათლებელი გურიიდან.
ანი თავის პოდკასტში ისაუბრებს ციფრულ ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების ჩართულობის შესახებ. განიხილავს 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა იყოს მეტი ქალი ტექნოლოგიებში და გაგიზიარებთ მის გამოცდილებას, თუ როგორ ცდილობს პრობლემის მოგვარებას საკუთარ თემში.
პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მხარდაჭერით.

მრავალფეროვნება - საამაყოც და საპასუხისმგებლოც
„ჩემი ხმა ისმის?“ ფემინისტური პოდკასტების პლატფორმაა ყველასთვის, ვინც იზიარებს თანასწორობის იდეას, აქვს სათქმელი, ან მზადაა, სხვებს მოუსმინოს.
ეპიზოდის ავტორია თინა ფარეულიძე, კავკასიოლოგიის დოქტორანტი, ორგანიზაცია“ახალგაზრდები პანკისის განვითარებისათვის” თანადამფუძნებელი და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის “მე-16 ელემენტის” წევრი.
ამ ეპოზოდში თინა საუბრობს საქართველოში მაცხოვრებელ ეთნიკურ უმცირესობებზე და გვიყვება ქვეყნის მრავალფეროვნებაზე და ტოლერანტობაზე, როგორც პასუხისმგებლობაზე და ვალდებულებაზე.
პოდკასტი შეიქმნა „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და ის შესაძლოა, არ ასახავდეს „ფონდი ტასოს“ შეხედულებებს.

#13 - მუსლიმი ქალების გამოწვევები და ბრძოლა სტერეოტიპების წინააღმდეგ
მე-13 ეპიზოდის ავტორია მარდია დუიშვილი, 21 წლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი და აქტივისტი პანკისის ხეობიდან.
მარდია საუბრობს იმ ყოველდღიურ გამოწვევებსა და სტერეოტიპებზე, რასაც მუსლიმი ქალები აწყდებიან და რომელთა წინააღმდეგაც იბრძვიან.
პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს" მხარდაჭერით.

#12 - სტერეოტიპების გავლენა ქალების მენტალურ კეთილდღეობაზე
ეპიზოდის ავტორია ლიზა კუტალაძე, სკოლის მოსწავლე და ახალგაზრდული ცენტრის წევრი. ლიზა საუბრობს სტერეოტიპების ფსიქოლოგიურ გავლენაზე, თუ როგორ ხედავს სტერეოტიპულად მოაზროვნე საზოგადოება ქალებს და რა გავლენას ახდენს მსგავსი დამოკიდებულებები ქალების ცხოვრებასა და მენტალურ კეთილდღეობაზე. პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მხარდაჭერით.

#11 - რა უნდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?
ახალგაზრდული პოდკასტების სერიის მე-11 ეპიზოდის ავტორია Მარიამ ძარღუაშვილი, 17 წლის, Აბიტურიენტი, „ახალგაზრდული იდეისა” და „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს” წევრი.
Მარიამი ისაუბრებს, თუ რა გავლენა აქვს გენდერულ სტერეოტიპებს პროფესიის არჩევის პროცესში და როგორ იყოფა პროფესიები გენდერულად?
პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს" მხარდაჭერით.

#10 ქალთა შრომითი უფლებები და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპები
სერიის მეათე ეპიზოდის ავტორია Ზიზი ღლონტი - „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული „ლიდერთა სკოლის“ წევრი და თანატოლგანმანათლებელი გურიიდან.
Ზიზი თავის პოდკასტში ისაუბრებს ქალთა შრომით უფლებებზე, სტერეოტიპულ მიდგომებსა და მიგრაციის გავლენაზე ქალების ცხოვრებაში.
პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „ახალგაზრდა პერდაგოგთა კავშირის" მხარდაჭერით.

#9 - კაცების როლი ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლაში
მეცხრე ეპიზოდის ავტორია Გიორგი ირემაძე, 33 წლის. Მეღვინე, საოჯახო მარანი “აკიდოს” თანადამფუძნებელი. Გიორგი ისაუბრებს ფემიციდზე, მის სახეებზე და კაცების როლზე ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლაში. პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს" მხარდაჭერით.

#8 - გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა
ეპიზოდის ავტორია საბა მელუა, 16 წლის, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული „ლიდერთა სკოლის“ წევრი და თანატოლგანმანათლებელი გურიიდან.
Საბა განიხილავს თუ რა არის გენდერული თანასწორობა, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელშეწყობისთვის.
პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მხარდაჭერით.

#7 - პოსტსამშობიარო დეპრესია
ეპიზოდის ავტორია Ნინო ჭილაშვილი, 33 წლის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. არასამთავრობო ორგანიზაციის „უკეთესი მომავლისთვის” თანადამფუძებელი. ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად ნინომ დააფუძნა პირველი ფიტნეს ცენტრი მხოლოდ ქალებისთვის, რომელიც სოციალურად დაუცველ ქალებს უფასოდ ემსახურება.
Ნინო საუბრობს პოსტსამშბიარო დეპრესიაზე, მის არსზე და მასთან დაკავშირებულ სტიგმებსა და სტერეოტიპებზე.
პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს" მხარდაჭერით.

#6 - გენდერი პროფესიებში
მეექვსე ეპიზოდის ავტორია მარიამ ტოტოჩავა, სოფ. გურიანთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული „ლიდერთა სკოლის“ წევრი. ახალგაზრდული პროექტების აქტიური მონაწილე და თანატოლგანმანათლებელი გურიიდან. მარიამი საუბრობს საზოგადოებაში გენდერული ნიშნით პროფესიების დაყოფაზე, იმ გამოწვევებზე, რომლებსაც კაცები და ქალები, ბიჭები და გოგოები პროფესიების არჩევის პროცესში აწყდებიან. პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მხარდაჭერით.

#5 კაცების როლი თანასწორი გარემოს შექმნაში
მეხუთე ეპიზოდის ავტორია ელენე ვაშალომიძე, 15 წლის, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული „ლიდერთა სკოლის“ მოსწავლე და თანატოლგანამანთლებელი.
ელენე თავის პოდკასტში საუბრობს ფემინიზმზე, შეიძლება თუ არა კაცი იყოს ფემინისტი და რა როლი აქვს კაცების ჩართულობას თანასწორი გარემოს შექმნაში.
პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მხარდაჭერით.

ქალები ბიზნესში - გამოწვევები და შესაძლებლობები
მეოთხე ეპიზოდის ავტორია ზუკა ანდღულაძე, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული „ლიდერთა სკოლის“ წევრი და თანატოლგანმანათლებელი გურიიდან. ორი სტარტაპ კომპანიის „MAIZ • მაიზ" -ისა და „ვორქლაბის“ დამფუძნებელი.
ზუკა პოდკასტში განიხილავს ქალების მონაწილეობის მნიშვნელობას ბიზნესა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ისაუბრებს ქალი მეწარმეების გამოწვევებსა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნის გზებზე.
პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მხარდაჭერით.

#3 - მემკვიდრეობა და მასთან დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპები
მესამე ეპიზოდის ავტორია მარიამ გაბრელიანი, 16 წლის. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული „ლიდერთა სკოლის“ წევრი და თანატოლგანმანათლებელი. მარიამი ისაუბრებს მემკვიდრეობაზე, მასთან დაკავშირებულ გენდერულ სტერეოტიპებსა და თანასწორი გარემოს ფორმირებაში არაფორმალური განათლების როლზე. პოდკასტი მომზადებულია „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა" და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შეიძლება არ გამოხატავდეს „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ მოსაზრებებს.

#2 - შრომა, რომელიც სხვებისთვის უჩინარი და დაუფასებელია
სერიის მეორე ეპიზოდის ავტორია თორნიკე კვაჭანტირაძე, 16 წლის, ლიდერთა სკოლის მოსწავლე და თანატოლგანმანათლებელი, აქტიური მოქალაქე გურიიდან.
თორნიკე ისაუბრებს იმ აუნაზღაურებელ შრომაზე, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად ასრულებენ. შრომაზე, რომელიც სხვებისთვის უჩინარი და დაუფასებელია.
პოდკასტი მომზადებულია „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოსა" და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შეიძლება არ გამოხატავდეს „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ მოსაზრებებს.

#1 გენდერი და მიგრაცია
ეპიზოდის ავტორია ანანო ონიანი, 15 წლის. ანანო ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული „ლიდერთა სკოლის“ წევრი და თანატოლგანმანათლებელია გურიიდან.
ის ამ ეპიზოდში ისაუბრებს გენდერსა და მიგრაციაზე, განიხილავს ქალების მიგრაციაში წასვლის შესაძლო მიზეზებს და მიგრაციის გავლენას ოჯახის ფუნქციონირებაზე.
პოდკასტი მომზადდა „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ მხარდაჭერით.

#7 - შრომითი მიგრანტი ქალები: უხილავი შრომის და ხილული ფულის მიღმა
ეპიზოდის ავტორია მელანო ცხვარაძე, გენდერის სოციოლოგი და ქალთა შრომითი მიგრაციის მკვლევარი, პროექტების კოორდინატორი ორგანიზაციაში „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო". მელანო ამ ეპიზოდში სტუმართან ერთად საუბრობს მიგრაციის ფემინიზაციაზე, საქართველოდან წასული ქალების გამოცდილებებზე და სახელმწიფოს ხედვაზე ამ საკითხის მიმართ.
ეპიზოდის სტუმარია მერი (მეკო) ჩაჩავა, რომლის ავტორობითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით გამოიცა კვლევა „საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი ქალების ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომა". ის ასევე, თანაავტორია კვლევის „ქართველი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა", რომელიც ორგანიზაციის „ქალები საერთო მომავლისთვის“ და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ინიცირდა.
პოდკასტი მომზადებულია „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შეიძლება არ გამოხატავდეს „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ მოსაზრებებს.

#6 - ეკოფემინიზმი: სადაც გენდერი და კლიმატის ცვლილება ერთმანეთს ხვდება
„ჩემი ხმა ისმის?“ ფემინისტური პოდკასტების პლატფორმაა ყველასთვის, ვინც იზიარებს თანასწორობის იდეას, აქვს სათქმელი, ან მზადაა, სხვებს მოუსმინოს. ეპიზოდის ავტორია ანა მურადაშვილი, გენდერის მკვლევარი და ადამიანის უფლებების აქტივისტი, პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციაში „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო". ის ამ ეპიზოდში საუბრობს ეკოფემინიზმზე, ეკოლოგიისა და ფემინიზმის საერთო გადაკვეთის წერტილებზე, და რა როლი აქვს ეკოფემინისტურ მოძრაობას კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარების პროცესებში. პოდკასტი მომზადებულია „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შეიძლება არ გამოხატავდეს „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ მოსაზრებებს.

#5 - როცა ყველა „ზიგ“, შენ - „ზაგ"!
„ჩემი ხმა ისმის?“ ფემინისტური პოდკასტების პლატფორმაა ყველასთვის, ვინც იზიარებს თანასწორობის იდეას, აქვს სათქმელი, ან მზადაა, სხვებს მოუსმინოს. ეპიზოდის ავტორია თამო ონიანი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი და ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" თანამშრომელი. ამ პოდკასტში თამო საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებმაც ტექნოლოგიების მიმართულებით კარიერის შექმნაში ხელი შეუშალა. ასევე, გვიყვება, რას აკეთებს ის დღეს გურიაში გოგოების მოტივირებისა და მათი ინტერესის გაზრდისთვის ტექნოლოების მიმართულებით.
პოდკასტი მომზადებულია „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შეიძლება არ გამოხატავდეს „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ მოსაზრებებს.

#4 ხმა პანკისიდან: სტერეოტიპებიდან რეალობის ძიებაში
მეოთხე ეპიზოდის ავტორია თინა ფარეულიძე, კავკასიოლოგიის დოქტორანტი, ორგანიზაციის, „ახალგაზრდები პანკისის განვითარებისათვის”, თანადამფუძნებელი და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის, “მე-16 ელემენტის”, წევრი. თინა ამ ეპიზოდში გვიყვება პანკისზე, ხეობის მოკლე ისტორიულ კონტექსტს გვაცნობს და გვიზიარებს ხეობის ტკივილებს, მარგინალიზიციისა და სტერეოტინების არსებობის მიზეზებს. პოდკასტი მომზადებულია „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შეიძლება არ გამოხატავდეს „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ მოსაზრებებს.

#3 ქალების აუნაზღაურებელი შრომა
მესამე ეპიზოდის ავტორია მარიამ ცისკარიშვილი, ტრენერი გენდერისა და ქალთა უფლებების მიმართულებით და ინსტაგრამ პლატფორმის, „Femininelibrary", ავტორი. მარიამი ამ ეპიზოდში საუბრობს ქალების აუნაზღაურებელ შრომაზე და ამ შრომის გავლენაზე. პოდკასტი ემყარება ქ. ახმეტაში მარიამის მიერ ჩატარებულ კვლევას. პოდკასტი მომზადებულია „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შეიძლება არ გამოხატავდეს „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ მოსაზრებებს.

#2 ქალები შრომით ბაზარზე
„ჩემი ხმა ისმის?“ ფემინისტური პოდკასტების პლატფორმაა ყველასთვის, ვინც იზიარებს თანასწორობის იდეას, აქვს სათქმელი, ან მზადაა, სხვებს მოუსმინოს.
მეორე ეპიზოდის ავტორია მარიამ ხუჭუა, რომელიც ისაუბრებს ქალებსა და მათ შრომაზე შერილ სენდბერგის წიგნის, „იმოქმედე”, მაგალითზე და გეტყვით, რატომ უნდა დაიკავონ ქალებმა ადგილი მაგიდასთან და როგორ მივყავართ ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას ნასაში ინჟინრის პოზიციამდე ან პაკისტანში განათლებაზე ხელმისაწვდომობამდე.

ქალის სექსუალობა - პატრიარქატის ბოგარტი
„ჩემი ხმა ისმის?“ ფემინისტური პოდკასტების პლატფორმაა ყველასთვის, ვინც იზიარებს თანასწორობის იდეას, აქვს სათქმელი, ან მზადაა, სხვებს მოუსმინოს.
ეპიზოდის ავტორია ვერო მელუა, ფემინისტი აქტივისტი, „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს“ ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი და ორგანიზაცია „ფემეას“ თანადამფუძნებელი.
ვერო ამ ეპიზოდში ისაუბრებს ჰარი პოტერზე, ქალის სექსუალობაზე და პატრიარქატზე, რომელიც ჯადოსნურ კარადასთან დგას და ეშინია.